დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა რეგულაციები ამოქმედდება 2025 წლიდან მგზავრთა გადაყვანის რეფორმის ფარგლებში

რა რეგულაციები ამოქმედდება 2025 წლიდან მგზავრთა გადაყვანის რეფორმის ფარგლებში

09-08-2024 16:00:00

გადამზიდვებს, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან/და ქვეყნის შიდა რეგულარულ გადაყვანებს, სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფლობის ვალდებულება 2025 წლის 1-ელი მარტიდან წარმოეშობათ. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2025 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში, საერთაშორისო არარეგულარული სამგზავრო გადაყვანის ან/და ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად, ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:

ინფორმაცია მფლობელობაში, სულ მცირე, ერთი ავტობუსის/ მინივენის შესახებ, რომელიც ნებართვის სახეობის გათვალისწინებით ჩართული არის/იქნება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაში;

სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

წარმოდგენილი ავტობუსის/მინივენის პერიოდული

ტექნიკური ინსპექტირების ანგარიში;

გადამზიდველის, მისი ხელმძღვანელის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

გადამზიდველის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული, საქმიანობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაცია.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები