დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პროდუქცია გაძვირდა და რა გაიაფდა - სტატისტიკა

რა პროდუქცია გაძვირდა და რა გაიაფდა - სტატისტიკა

13-07-2024 15:00:00

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის ივნისის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,1%-იანი ზრდაა, ხოლო 2024 წლის მაისის მაჩვენებლებთან შედარებით 0,3%-იანი კლება.

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ტრანსპორტი (10,2%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (9,9%), განათლება (3.7%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (3.4%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2.8%), ჯანმრთელობის დაცვა (0.7%), დასვენება, გართობა და კულტურა (0.1%)  და ასევე სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (2,5%).

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-3.6%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-3.2%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-2,4%) და  კავშირგაბმულობა (-1,1%).

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები