დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8% -ზე შენარჩუნება მიზანშეწონილი იქნება - ლაშა ქავთარაძე

სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8% -ზე შენარჩუნება მიზანშეწონილი იქნება - ლაშა ქავთარაძე

18-10-2024 12:00:00

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი ლაშა ქავთარაძე Business Insider Georgia-თან აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ეროვნულ ბანკში 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდება.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი განაკვეთის შენარჩუნების რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

„ჩვენი მოლოდინია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ის დონეზე შენარჩუნდება. ამის ძირითადი მიზეზია, ის რომ არის ძლიერი ეკონომიკური ზრდა და სწორედ ამის გამო ვფიქრობთ, რომ განაკვეთი არ შეიცვლება.

გარდა ამისა ჩვენ ვხედავთ, რომ მოკლევადიანი რყევებია ვალუტის კურსზე. ფაქტობრივად მეორე თვეა ეროვნულ ბანკს მეორედ მოუწია ბაზარზე ინტერვენციის გაკეთება, ერთჯერადი ტრანზაქციებით ლარის კურსზე ზეწოლის გასანეიტრალებლად.

არსებობს კიდევ გეოპოლიტიკური რისკები, რომლებიც შესაძლოა, ნებისმიერ დროს გააქტიურდეს და ზეწოლა ჰქონდეს ინფლაციაზე. სწორედ ამ ფაქტორების გამო  ვფიქრობთ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შენარჩუნება 23 ოქტომბრის სხდომაზე მიზანშეწონილი იქნება“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

აღსანიშნავია, რომ სებ-ის მონეტარულს კომიტეტს განაკვეთი უკვე სამი სხდომის გამავლობაში არ შეუცვლია და 8%-ის დონეზე ინარჩუნებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 23 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები