QooQy Bakery ევროპროდუქტის ქსელში შევიდა
QooQy Bakery-ის შვიდი სახეობის პური უკვე ევროპროდუქტის 22 ფილიალშია ხელმისაწვდომი,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
„QooQy Bakery-ის ახალი საწარმო თბილისში ივნისში ნაძალადევის რაიონში გაიხსნა. გავზარდეთ წარმოების სიმძლავრე, როგორც პურების ისე საკონდიქტო ნაწარმის მიმართულებით. ამ დროისთვის ევროპროდუქტის 22 მაღაზიას პურით ვამარაგებთ, წლის ბოლომდე მაღაზიების რაოდენობა 34-მდე გაიზრდება“, - განაცხადა იალია გეფერიძემ.
ამ დროისათვის QooQy Bakery-ის ბრენდის ქვეშა კაფე- საკონდიტრო და სახაბაზო სადაც 200-ზე მეტი სახეობის ორცხობილა, არტიზანული პურ-ფუნთუშეული, ტორტი, დესერტი, ვეგანური პროდუქცია მზადდება და ყავსა და ცივი სასმელების დაგემოვნებაა შესაძლებელი.
„ ჩვენი მიზანია, QooQy Bakery- გახდეს სექტორში ლიდერი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხისა და გემოვნური თვისებებით გამორჩეულ პროდუქციას შესთავაზებს“, განაცხადა ილია გეფერიძემ.
QooQy Bakery თბილისში 4 ფილიალითაა წარმოდგენილი. ბრენდი ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.
ბათუმში Qooqy Bakery-ის ფილიალის გახსნა 2025 წლისთვისაა დაგეგმილი, თუმცა თბილისის მასშტაბითაც გეგმავენ გაფართოებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები