კატარში, დოჰაში ჩვენი სარესტორნო ბიზნესის პერსპექტივა რომ შევაფასო, ალბათ კიდევ 3 წელია საჭიროა იმისთვის, რომ ინვესტიცია წარმატებულად ჩათვალოს, - Business Insider Georgia-თან „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა.
„თუმცა ინტერესია დიდია, მოთხოვნა არის მაგრამ განვითარების ტემპი არ არის ისეთი რისი მოლოდინიც გვქონდა. დოჰაში მოსახლეობა ძირითადად თავის ტრადიციულ სამზარეულოს არის მიჩვეული. ტურისტი ამ ეტაპზე ნაკლებად არის და ეს შესაბამისად ჩვენს ბიზნესზეც აისახება და შესაბამისად, რა მოლოდინიც გვქონდა ის დატვირთვა არ გვაქვს რესტორანში. ბიზნესი კარგად მუშაობს როცა ტურისტული ნაკადი აქტიურია“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე.
ქართული რესტორნები დოჰაში 2023 წლის მარტში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ერთობლივი კაპიტალით გაიხსნა.
„ჯამური ინვესტიციის მოცულობა დაახლოებით $5 მილიონს შეადგენდა “, - ამბობს „ვილა მოსავლის“ გენერალური მენეჯერი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც ნიკოლოზ შეყრილაძე Business Insider Georgia-თან ამბობს „ვილა მოსავლის“ ქსელის გაფართოების სურვილი აქვთ და რამდენიმე ქვეყნის ბიზნესწრეებთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, როგორც გენერალური მენეჯერი აღნიშნავს ეს საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და საყურადღებო პროცესია.
„ვილა მოსავალი“ საქართველოს ბაზარზე ნატახტარში ერთი ობიექტითაა წარმოდგენილი.
უახლესი