დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ღირს ბინები თბილისში -  III კვარტალის სტატისტიკა

რა ღირს ბინები თბილისში - III კვარტალის სტატისტიკა

17-10-2023 10:30:56

2023 წლის III კვარტალში, თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 10,114 ერთეული შეადგინა და წინა წლის III კვარტალთან შედარებით 13%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა კი 11%-ით, 549 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Colliers Georgia ავრცელებს. 

ირკვევა, რომ  III კვარტალში, თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 7%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით მაჩვენებელი 23%-ით შემცირდა.

III კვარტალში, თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა.

2023 წლის III კვარტალში, თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 4%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი 3% და 1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები