„დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნის ზრდის ფონზე, ხელნაკეთი არტ შოკოლადის ბუტიკ Chocotella / შოკოტელას გაყიდვები მნიშვნელოვნად გაეზარდა. როგორც Business Insider Georgia-სთან „შოკოტელას“ მფლობელმა მარიამ კაპანაძემ განაცხადა, „დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნა ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება და ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც ზაფხულია და სიცხის გამო, ტრადიციულად, შოკოლადის ნაწარმზე მაღალი მოთხოვნა არ არის.
„ჯერჯერობით არ დამითვლია ბიზნესურად რა ეფექტი აქვს. გაყიდვების ზუსტი პროცენტული ზრდა არ ვიცი, თუმცა გაყიდვები 10-ჯერ მეტადაა გაზრდილი. მით უმეტეს ახლა ზაფხული იყო და შოკოლადის სეზონი არი არის, მაგრამ დუბაის შოკოლადის გამო მოთხოვნა და გაყიდვები საკმაოდ გაზრდილია. საცალო გაყიდვების კუთხით, იმაზე კარგი შედეგები გვაქვს, ვიდრე ახალ წელს გვაქვს ხოლმე. ვინც მოვიდა და გასინჯა, ისევ გვიბრუნდება და შემდეგ 5 ცალი მაქვს. ასე, რომ ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილნი არიან“, -აცხადებს მარიამ კაპანაძე.
„შოკოტელას“ დამფუძნებელი ფიქრობს, რომ „დუბაის შოკოლადზე“ მოთხოვნა ძირითადად კადაიფმა და ფისტას ერთობლიობამ გამოიწვია.
„ფილას საკმაოდ საინტერესო სტრუქტურა აქვს, რომელიც მზადდება კადაიფის შიგთავსით და ფისტით, რომელიც არის ხრაშუნა და ყველაში იწვევს აღფრთოვანებას. ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შოკოლადია და საკმაოდ გემრიელია საკონდიტრო ნაწარმში“, - აცხადებს მარიამ კაპანაძე. მისი თქმით „შოკოტელაში“ დამზადებული „დუბაის შოკოლადი“ ორიგინალის ანალოგია.
უახლესი
17 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება18 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით