დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა და რა გაიაფდა - რას აჩვენებს სტატისტიკა

რა გაძვირდა და რა გაიაფდა - რას აჩვენებს სტატისტიკა

15-05-2024 12:00:00

საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2024 წლის აპრილის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შეიცვალა და 0.5%-ი შეადგინა.

წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: 

  • ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2,6%),
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (2,1%), 
  • ტრანსპორტი (0,9%), 
  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (0,7%),
  •  დასვენება, გართობა და კულტურა (0,3%), ს
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (0,2%).

 

სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: 

ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-0.2%) და კავშირგაბმულობა (-0.2%).

სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.

„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები