თავიდანვე მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
„სამი წლის განმავლობაში დიდი გზა გავიარეთ, ბევრი რამ გარედან არ ჩანდა. მჯეროდა, რომ ამ გუნდს მომავალი ჰქონდა. ბიჭებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და ნახეს, რას მიაღწიეს გუნდური თამაშით და თავდაჯერებულები გახდნენ. მაინტერესებდა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მოთამაშეები ნაკრებში რა განწყობით ჩამოვიდოდნენ. მინდა, მივულოცო მათ, რომ საუკეთესო განწყობით ჩამოვიდნენ და შესანიშნავი თამაში აჩვენეს“, - აღნიშნა მწვრთნელმა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.
უახლესი
20 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა