დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ახდენს გავლენას ნავთობის მსოფლიო ფასზე და როგორია საქართველში იმპორტის სტატისტიკა

რა ახდენს გავლენას ნავთობის მსოფლიო ფასზე და როგორია საქართველში იმპორტის სტატისტიკა

07-09-2023 10:39:51

2023 წლის აგვისტოში ნავთობის ფასი თვიურად 1.5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის აგვისტოს თვის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

ნავთობის ფასები დასტაბილურდა 85 აშშ დოლარის ირგვლივ, მას შემდეგ რაც ივლისსა და აგვისტოს დასაწყისში საუდის არაბეთისა და რუსეთის მიერ წარმოების შემცირების დაანონსებამ, ფასების ზრდა გამოიწვია.

ნავთობის ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელება (JP Morgan-მა 2023 წლის პროგნოზი 4.8%-მდე შეამცირა 6.4%-დან) და საპროცენტო განაკვეთების ზრდა.

ასევე საგულისხმოა იმის მაღალი ალბათობა, რომ აშშ-მ შესაძლოა მოხსნას ირანისა და ვენესუელის ნავთობის ექსპორტზე დაწესებული ლიმიტები.

ამასთანავე, ჰეჯ-ფონდებმა შეცვალეს თავიანთი პოზიციები და მომავალში ფასების კლების მოლოდინების გათვალისწინებით დაიწყეს სპეკულაცია

ამასთან, საქსტატის მონაცემებით 2023 წლის 7 თვეში საქართველოში $469 მილიონის ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორცელდა. კლება 15,3%-ია. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ $554 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები შეისყიდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები