საპროგნოზო სიმძლავრის ბალანსის მიხედვით, ყაზახეთი 2,8 გიგავატამდე სიმძლავრის ორი ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს.
ყაზახური მედიის ცნობით, ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს ბირთვული ენერგიისა და მრეწველობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ გულმირა მურსალოვამ განაცხადა.
„ამჟამად მოსახლეობას ბევრი კითხვა აქვს გარემოსთან დაკავშირებით. კერძოდ, პირველ რიგში ატომური ელექტროსადგურის მუშაობის უსაფრთხოება.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ასევე საერთაშორისო მარეგულირებლების წარმომადგენლები, ატომური ელექტროსადგურის სამშენებლო მოედანზე მზადყოფნის შესაფასებლად მოდიან“, - აცხადებს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მურსალოვამ აღნიშნა, რომ ყაზახეთი არის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრი.
ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა საერთაშორისო თანამეგობრობის ზედამხედველობით განხორციელდება.
უახლესი
6 საათის წინ
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი - აგვისტოს სტატისტიკა