2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8,989,998 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით 24,192,984 ათასი ლარია.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის აგვისტოში 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით სახელმწიფო საგარეო ვალის მოცულობა 4,9%-ითაა გაზრდილი.
სამინისტროს საიტზე განთავსებული მაჩვენებლებით, 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით სახელმწიფო საგარეო ვალი მოცულობა 8 568 560 ათასი დოლარი იყო.
2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8,606,889 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 23,161,999 ათასი ლარია.
აგვისტოს მონაცემებითვე, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 6,507,903 ათასი დოლარია, ანუ 17,513,418 ათასი ლარი.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
უახლესი
1 საათის წინ
მსუბუქი ავტომობილების იმპორტი მცირდება18 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა