2025 წლის პირველ კვარტალში ფოთის პორტში ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი, 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში APM Terminals-მა 146 468 TEU კონტეინერი დამუშავდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 126 512 TEU. ზრდა 16%-ია.
ამავდროულად გაზრდილია საკონტეინერო გემების მიღებაც. APM Terminals-მა წლის დასაწყისიდან დღემდე 81 საკონტეინერო გემი მიიღო, ხოლო 2024 წლის იგივე პერიოდში - 74 გემი.
გაზრდილია ასევე ნაყარი ტვირთის მიღებაც: თუ კომპანიის მიერ წელს 82 369 ტონა ტვირთი დამუშავდა, შარშან ამ დროს ეს რაოდენობა მხოლოდ 37 281 ტონა იყო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე (2022-2025წწ) პირველ კვარტალში დამუშავებული კონტეინერების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი წელს დაფიქსირდა, ისევე როგორც მიღებული საკონტეინერო გემების რაოდენობა.
უახლესი
13 საათის წინ
„ქართული კალათა“ საწარმოს გახსნას გეგმავს13 საათის წინ
ქართული რაგბის არქიტექტორი