2 სექტემბერს, პომპეის არქეოლოგიურ პარკში გაიმართა მასშტაბური ღონისძიება სახელწოდებით „ანტიკური პომპეის ყოფა-ცხოვრებისა და ღვინის შესახებ“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია და ქართული და იტალიური ღვინოების გამოფენა-დეგუსტაცია.
იტალიის საელჩოს ინფორმაციით, პომპეის არქეოლოგიურ პარკში ქართული ვაზის ჯიშებისგან ექსპერიმენტული ვენახის გაშენების მიზნით, ღონისძიების ფარგლებში, პარკის ადმინისტრაციას შესაბამისი ნერგები გადაეცა.
ღონისძიების გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, კონსტანტინე სურგულაძე. ელჩმა საქართველოსა და იტალიას შორის ისტორიულად არსებულ მჭიდრო კავშირებზე და ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე. სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართა საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა დავით მაღრაძემ.
ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, იტალიის სახელმწიფო ინსტიტუციების, სამეცნიერო და ბიზნეს წრეების, მედიის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სომელიეები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო კომპანია MysteryApple Communication, ხოლო მისი პარტნიორები - პომპეის არქეოლოგიურ პარკი, კამპანიის რეგიონის ადმინისტრაცია, საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, იტალიის საელჩო საქართველოში, იტალიაში საბერძნეთისა და კვიპროსის საელჩოები, კომპანია Ellenikà.
უახლესი
1 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე3 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა3 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს3 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა