დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება

პირველი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება

27-12-2023 10:00:00

2024 წლის 1 იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 15 000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე გადაწყვეტილება დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ 2023 წლის 21 თებერვალს მიიღო.

როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ ითვალისწინებს სადაზღვევო ზღვრის პერიოდულ გადახედვას, ბაზრის მიმდინარე ტენდენციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ზღვრის გაზრდის გადაწყვეტილებით, საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, კიდევ უფრო უახლოვდება შესაბამისი ევროდირექტივით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით განსაზღვრულ სტანდარტს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები