დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პირველად საქართველოში, ჭკვიანი ხის საათები NFC ტექნოლოგიით უკვე ხელმისაწვდომია -  Otanadze Design

პირველად საქართველოში, ჭკვიანი ხის საათები NFC ტექნოლოგიით უკვე ხელმისაწვდომია -  Otanadze Design

15-11-2023 15:00:57

Otanadze Design ქართული ბრენდია, რომელიც ბუნებრივი ხის ხელნაკეთ, უნიკალური დიზაინის საათებს, სათვალეებს, საყურეებს და სხვა აქსესუარებს ქმნის.

ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ პროდუქციას  - საათებს NFC ტექნოლოგიით, რომელიც გარდა იმისა, რომ  უნიკალურია, ეკომგრძნობიარე ადამიანებს საშუალებას აძლევს ისარგებლონ ჭკვიანი ფუნქციებით, მინიმუმამდე შეამცირონ გარემოზე მავნე ზემოქმედება და ისიამოვნონ მაქსიმალური კომფორტით, განსხვავებით ბაზარზე არსებული სხვა არამდგრადი აქსესუარებისგან.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia -თან Otanadze Design -ის დამფუძნებელი, დიზაინერი შალვა ოთანაძე საუბრობს.

„ინდუსტრიაში რამდენიმეწლიანმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ დღესდღეობით ადამიანებს უწევთ კომპრომისზე წასვლა სტილს, მდგრადობასა და ჭკვიან ფუნქციებს შორის; თანამედროვე ადამიანებს სურთ აქსესუარი, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიას, ასახავს მათ მოდურ პრეფერენციებსა და ეხმარება უნიკალურობის გამოხატვაში ისე, რომ ამან მინიმალური კვალი დატოვოს გარემოზე მავნე ზემოქმედების თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ შეგვექმნა მდგრადი საათი NFC ტექნოლოგიით, რომელიც დაეხმარებოდა ეკომგრძნობიარე ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ ისარგებლონ ჭკვიანი ფუნქციებით და მინიმუმამდე შეამცირონ გარემოზე მავნე ზემოქმედება. ჩვენი მიზანია ტექნოლოგიების, მდგრადი მატერიალებისა და ინოვაციური კომპონენტების გაერთიანებით განვავითაროთ პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებს ეკოლოგიურად მგრძნობიარე, ტექნოლოგიების მოყვარული თანამედროვე ადამიანების საჭიროებებსა და მოთხოვნებს, დაეხმარება მათ ყოველდღიური ოპერაციების გამარტივებაში“, - განმარტავს შალვა ოთანაძე.

ამდენად, მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ შეიძინონ ეკომეგობრული საათები NFC ტექნოლოგიით, რომელიც საშუალებას მისცემს საათთან სმარტფონის მიახლოებით მომენტალურად გააზიარონ სავიზიტო ბარათი, საკონტაქტო ინფორმაცია, სოციალური მედიის პროფილები ან სხვა დამატებითი მონაცემები.

„ასევე ვმუშაობთ და სამომავლოდ ვგეგმავთ ამ ტექნოლოგიით ხელმისაწვდომი გავხადოთ უკონტაქტო გადახდები. მზარდი გარემოსდაცვითი ცნობიერების ეპოქაში ადამიანები მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებენ მდგრად და ეკომეგობრულ ალტერნატივებს. ჩვენი ეკომეგობრული ხის საათი NFC ტექნოლოგიით აკმაყოფილებს ამ მოთხოვნილებას ელეგანტური და ინოვაციური გადაწყვეტით, რომელიც არა მხოლოდ ამცირებს მის ეკოლოგიურ კვალს მდგრადი მასალების გამოყენებით, არამედ აერთიანებს NFC ტექნოლოგიას მოხერხებულობის, კომფორტის და ყოველდღიური ეფექტური ფუნქციონირებისთვის“, - აცხადებს შალვა ოთანაძე.

რაც შეეხება ფასებს, დამოკიდებულია მოდელზე, გამოყენებულ მასალაზე და მექანიზმზე. საშუალოდ მერყეობს 250-450 ლარის ფარგლებში.

დიზაინერის ინფორმაციით, ბრენდის სამომავლო გეგმები და ხედვები ყოველთვის დაკავშირებულია მუდმივ განვითარებასთან და მიზნად ისახავს გაზარდოს პროდუქციის ნაირსახეობა, შეივსოს ახალი კოლექციებით და უფრო მასშტაბურად გავიდეს უცხოურ ბაზარზე.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები