პარლამენტმა 79 ხმით, პირველი მოსმენით მიიღო „ტურიზმის შესახებ" კანონი.
კანონპროექტით წესრიგდება ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკასთან, ტურისტული საქმიანობის სამართლებრივ რეგულირებასთან, ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვასთან, ტურისტული საქმიანობის სუბიექტების სახელმწიფო აღრიცხვასთან, ტურისტული პაკეტის და კომბინირებული ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებასთან, გადახდისუუნარობისაგან დაცვასთან, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხი.
ასევე ტურისტული გიდის საქმიანობის რეგულირებასთან, დროის განაწილების, გრძელვადიანი დასვენების, გადაყიდვისა და გაცვლის ხელშეკრულებებთან და ტურიზმის კანონმდებლობის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.
უახლესი
23 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა