პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩიეს.
ნანა ყეინიშვილს 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი არ იყო, თეიმურაზ ხომერიკს კი 82 დეპუტატმა და წინააღმდეგი ასევე არავინ იყო.
ორივე კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. დღეს საკომიტეტო მოსმენისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს აღნიშნული კანდიდატურების უკან გაწვევა სურს. სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ გაწვევის მსგავსი პროცედურა არ არსებობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ამჟამად ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა, საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა, საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში, 21 ნოემბრიდან დატოვებენ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა