გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ.
„სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მიმდინარე ტრენინგების მიზანია, დარგობრივი ცოდნა და რეალურ გამოწვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს მეთხილე ფერმერებს, რათა მათ შეძლონ მოსავლის როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის გიორგი თოდუას განცხადებით, სწავლების პროცესში 10 ათასობით ფერმერია ჩართული, რომლებიც თხილის ბაღებში შესაბამისი ვადების გათვალისწინებით გასატარებელი აგროტექნიკური სამუშაოების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას და რეკომენდაციას იღებენ.
„ფერმერებს ინფორმაციას ვაწვდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წამლობების აგროვადებში ჩატარება. მოსავლის აღების პროცესში, ფერმერმა, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა აიღოს მოსავალი, სათანადოდ გააშროს და დაასაწყობოს. ამ ნაბიჯების გათვალისწინება, საბოლოოდ, მაღალი ხარისხის პროდუქციას მოგვცემს“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო6 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი