დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ONEX.GE-ს მომხმარებლები ამანათების მიღებას საბერძნეთიდანაც შეძლებენ

ONEX.GE-ს მომხმარებლები ამანათების მიღებას საბერძნეთიდანაც შეძლებენ

28-02-2024 14:00:00

გადამზიდავმა კომპანია ONEX.GE ახალი მიმართულება დაამატა და ამიერიდან კომპანიის მომხმარებლებს ამანათების მიღება უკვე საბერძნეთიდანაც შეეძლებათ.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თათია გოგიშვილმა განაცხადა, ONEX.GE-მ საბერძნეთიდან საქართველოსკენ ახალი სახმელეთო მიმართულება დაამატა და ამიერიდან კომპანიის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ საბერძნეთის ონლაინ მაღაზიებში იშოპინგონ.

„საბერძნეთიდან ამანათები ჩამოდის 4-დან 9 დღემდე პერიოდში. 1 კგ-ს ფასი არის 10 ლარი, ხოლო 100 გრამი ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება 1 ლარი.

საბერძნეთიდან გამოწერებზე საქართველოში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა იმიტომ, რომ Zara, Mango, Massimo Dutti და სხვა ბრენდული მაღაზიებიდან იწერს თითქმის მთელი საქართველო და ამიტომ ამ მიმართულებაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა“, - აცხადებს თათია გოგიშვილი. 

როგორც Business Insider Georgia-სთან ONEX.GE-ს საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელმა მარიამ ბექაურმა განაცხადა, ზოგადად ამანათების სეგმენტში ყველაზე დიდი მოთხოვნა საბერძნეთიდან ფიქსირდება. 

„ბაზრის დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი წონის ტვირთი საბერძნეთიდან ჩამოდის. ის ბრენდები, რაც თბილისშიც გვაქვს სწორედ, ამ მაღაზიებიდან იწერენ საბერძნეთიდან. ბევრი საქართველოში აღარ შოპინგობს, რადგანაც ადგილზე შესყიდვები 3-ჯერ ძვირი უჯდება“, - აღნიშნა მარიამ ბექაურმა.

რა არის კომპანიის კონკურენტული უპირატესობა და რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა ONEX.GE-ს, კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, რომ ეს არის მომსახურების დაბალი ტარიფები და ამანათის მოკლე ვადაში ჩამოტანის უპირატესობა. 

„ფასიც შედარებით დაბალი გაქვს კონკურენტებთან შედარებით და ასევე ჩვენი მეშვეობით ამანათები საქართველოში 4-დან 9 დღის ვადაში ჩამოდის, რაც საკმაოდ მცირე პერიოდია, როცა სხვა გადამზიდავთან შესაძლოა, 15 დღემდე იყოს მოცდის პერიოდი“, - აცხადებს თათია გოგიშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ONEX.GE ამანათების ჩამოტანას ემსახურება აშშ-სან, ჩინეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. ამ ეტაპზე კომპანია ახალი მიმართულებების დამატებას არ განიხილავს, თუმცა კომპანიამ თბილისში ამანათების გაცემის სერვისი გააფართოვა.

ONEX.GE-ს საოპერაციო გუნდის ხელმძღვანელის მარიამ ბექაურის თქმით, თბილისის მასშტაბით „ნიკორას“ ქსელის სუპერმარკეტებში 6 ლოკაციაზე მოხდა ლოქერების დამატება.

ლოქერი ეს არის ONEX.GE-ს მიერ წარმოებული მიწოდების ავტომატური სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მომხმარებლებისთვის გახდეს უფრო მარტივი და სწრაფი. ამ ინოვაციური ტექნოლოგიით, შეგიძლია მიიღო ამანათები შენთვის მოსახერხებელ დროს და ხელსაყრელ ადგილზე.

ONEX-ის ლოქერები განთავსებულია საბურთალოზე, თავხელიძის ქუჩა N1, ვაკეში ფალიაშვილის ქუჩა N90, ჩუღურეთში მარჯანიშვილის ქუჩა N26, ისანში აწყურის ქუჩა N47 და ვარკეთილში შუამთის ქუჩა N12.

მალე ლოქერების რაოდენობა გაიზრდება.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები