მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

მერე რა, თუკი პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ხალხი, ჩვენი შრომისმოყვარეობა და ის საოცარი შეუპოვრობაა, დავითს გოლიათს რომ დაამარცხებინებს - ბიძინა ივანიშვილი

news image

პროგრესის და თვისობრივად გაუმჯობესებული ვითარების მიუხედავად, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, წინ მძიმე შრომა გველის, მაგრამ ნურაფრის შეგეშინდებათ! - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“, ერთადერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალაა ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია, ღირსეულად ატაროს საქართველო ამ რთულ გზაზე, რათა განვითარებული, მდიდარი, დემოკრატიული, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში, ქართულმა სახელმწიფომ კუთვნილი ადგილი დაიკავოს.

„მერე რა, თუკი პატარა ქვეყანა ვართ და არც ბუნებრივი რესურსებით ვართ მდიდარი, ჩვენი სიმდიდრე ჩვენი ხალხი, ჩვენი შრომისმოყვარეობა და ის საოცარი შეუპოვრობაა, დავითს გოლიათს რომ დაამარცხებინებს. ქართველ ხალხთან, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, „ქართული ოცნება“, ერთადერთი პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, შეძლებს, რომ ღირსეულად ატაროს საქართველო ამ რთულ გზაზე, რათა დავიკავოთ ჩვენი კუთვნილი ადგილი განვითარებული, მდიდარი, დემოკრატიული, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების რიცხვში.

თუმცა, არის ერთი ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი, რომელიც განსაზღვრავს და განაპირობებს ჩვენი ქვეყნისთვის ყველაფერს.

მშვიდობას რა ფასი აქვს, ჩვენი ქვეყნის ისტორიამ, მათ შორის უახლესმა წარსულმა კარგად გვასწავლა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მშვიდობის ფასი არ ესწავლება უშუალოდ თბილისს, სადაც სამი ათეული წლის წინ, ქალაქის გულში, ქართველები ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ! აღარაფერს ვამბობ 90-იანი წლების სამხედრო კონფლიქტებზე და 2008 წლის ტრაგედიაზე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაატეხა ქვეყანას თავს.

და ესეც კიდევ ერთი, ფუნდამენტური მნიშვნელობის განსხვავება „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის პერიოდსა და 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბადებულ საქართველოს შორის - „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად შეუძლებელი შეძლო და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებების ფონზე, საქართველოს ასე ნანატრი მშვიდობა მოუტანა!

სახელმწიფოებრივად და საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც საქართველო რეგიონში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტების ფონზე დგას, მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ესეც რომ არა, ქვეყნის განვითარება მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის პირობებშია შესაძლებელი და ამას ის წარმატებაც მოწმობს, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობის პირობებში მიაღწია.“ - მიმართა ბიძინა ივანიშვილმა თბილისში შეკრებილ მოსახლეობას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა