ოქროს ფასი ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ტროას უნციაზე 21 მარტს 2222,85 დოლარი იყო. ძვირფასი მეტალი კიდევ 2%-ზე მეტით გაძვირდა და ისტორიული რეკორდი განაახლა. ამის შესახებ Economies.com იტყობინება.
დღევანდელი ვაჭრობა მკვეთრი ზრდით დაიწყო - ძვირფასი ლითონის ფასმა 2200 დოლარის ნიშნულს გადააჭარბა და ბირჟაზე აპრილის ოქროს ფიუჩერსების ფასი ტროას უნციაზე $2206,7 იყო.
ანალიტიკოსების აზრით, შემდეგი რეკორდი 2235 დოლარი იქნება.
Bloomperg-ma აღნიშნა, რომ მოვაჭრეების ინტერესი ოქროზე იმის გამო გაჩნდა, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემა შეიძლება გადავიდეს საბაზისო განაკვეთის შემცირებაზე. წლის ბოლომდე შესაძლოა, საბაზისო განაკვეთი 75 პუნქტით შემცირდეს. რამაც გამოიწვია აშშ დოლარისა და სახაზინო ობლიგაციების შემოსავლების ვარდნა.
იგივე თემაზე:
ოქროს გაძვირების მიუხედავად, ნაკეთობებზე მოთხოვნა არ შემცირებულა - ოქროს ბირჟის დირექტორი
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა