დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნოემბერში ბათუმში ბინების ტრანზაქციები 41%-ით შემცირდა

ნოემბერში ბათუმში ბინების ტრანზაქციები 41%-ით შემცირდა

12-12-2023 20:00:38

2023 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3,390 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 16%-ით შემცირდა. Colliers Georgia-ს ინფორმაციით, ბაზრის ზომა 7%-ით, 215 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.  

2023 წლის ნოემბერში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 27%-ით შემცირდა.

2023 წლის ნოემბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 993 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 41%-ით შემცირდა. ბაზრის ზომა 43%-ით, 43 მილიონ აშშ დოლარამდეა შემცირებული.  

2023 წლის ნოემბერში ბათუმში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 44%-იანი კლება ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2022 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 24%-ით შემცირდა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები