დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
NIKOLO BREGA -მ  საზაფხულო სეზონზე განახლებული კოლექცია წარადგინა

NIKOLO BREGA -მ საზაფხულო სეზონზე განახლებული კოლექცია წარადგინა

30-06-2023 19:20:44

 

ხელნაკეთი სათვალეებისა და საათების ცნობილი ბრენდი NIKOLO BREGA წლევანდელ სეზონს განახლებული კოლექციით ხვდება.

კომპანიის დამფუძნებელი ნიკოლოზ ბრეგაძე Business Insider Georgias- თან ამბობს, რომ ასორტიმენტი ყოველწლიურად იზრდება და მუდმივად სთავაზობენ სიახლეს მომხმარებლებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ქვეყნის გარეთ, სადაც ქართული ბრენდის მიმართ ინტერესი დიდია.

აღსანიშნავია, რომ NIKOLO BREGA პირველია ქართულ ბაზარზე, ვინც ხის სათვალეები და საათები შესთავაზა მომხმარებელს და დღეს უკვე ასზე მეტი მოდელი აქვს შექმნილი.

„ჩვენი სათვალეები გამორჩეულია იმით, რომ ნატურალურია, ხარისხიანი და აბსოლუტურად უსაფრთხოა. გვაქვს კაკლის, ბზის, ამერიკული წითელი ხის, მუხის მასალისგან დამზადებული ხის ჩარჩოები, რაც დიზაინითაც გამოირჩევა. ხესთან ერთად, სხვადასხვა მასალაზე ვმუშაობთ, როგორიცაა ვერცხლი, პლასტმასა და სხვა ლითონი. გამორჩეულია შუშაც, რომელიც 100%-ით იცავს თვალს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. დამზადებული პროდუქცია ძირითადად საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი", - ამბობს ნიკოლოზ ბრეგაძე.

NIKOLO BREGA-ს მომხმარებლებს შორის არიან ტურისტებიც, როგორც ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, მოთხოვნა წლის ოთხივე სეზონზე აქტიურია.

„ყოველთვის გვაქვს სიახლე, რაც მომხმარებლის მხრიდან ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. წელსაც განახლებული კოლექცია შევთავაზეთ ბაზარს როგორც საქართველოში ასევე აშშ-ში, სადაც პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს. როგორც სათვალეები, ასევე საათებიც ყოველ სეზონზე მოთხოვნადია, თუმცა განსაკუთრებით ზაფხულობით, რაც ტურისტული ნაკადების აქტიურობას უკავშირდება. გვახარებს, რომ სეზონზე ჩვენი მომხმარებლების დიდ ნაწილს სწორედ ტურისტები შეადგენენ", - ამბობს ნიკოლოზ ბრეგაძე.

ხის სათვალეების ფასი 250-დან 300 ლარამდეა, პლასტმასის - 300 ლარი ღირს, ვერცხლის ჩარჩოიანის ფასი 700 ლარია, უჟანგავი მეტალის - 400 ლარი. რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს, ნიკოლოზ ბრეგაძის ინფორმაციით, ამერიკაში 3 შოურუმით არის წარმოდგენილი: 2 ნიუ იორკში, 1 - ლოს-ანჯელესში.

კომპანია ფართოვდება ქართულ ბაზარზე, ახალი შოურუმების გახსნა სავაჭრო მოლებში იგეგმება. NIKOLO BREGA ბაზარზე 2016 წელს დაფუძნდა. კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები