საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი TOP 5 ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიიდან ყველაზე მეტ ბენზინგასამართ სადგურს - შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია (გალფი) ფლობს
Business Insider Georgia-თვის კომპანიებს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 ბენზინგასამართი სადგურების ქსელი გამოიკვეთა:
(ობიექტები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
საჯარო რეესტრის მონაცეებით, „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” 2000 წელს დაფუძნდა, თავდაპირველად მისი სახელი “კანარგო სტანდარტ ოილი პროდაქტსი” იყო. “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” სააქციო საზოგადოებაა და საჯარო რეესტრში შემდეგი მონაცემი ფიქსირდება: „სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ლევან ფხაკაძე და ნუგზარ აბრამიშვილი. ხოლო კომპანიის დირექტორია ვასილ ხორავა. მანამდე, აუდიტის დასკვნის თანახმად, წილობრივი მონაწილეობა ასე იყო გადანაწილებული - ლევან ფხაკაძე 35.77%; სოსო ფხაკაძე 30.98%; გიორგი რამიშვილი 15.50%; ნუგზარ აბრამიშვილი 8.25%; ალექსი თოფურია 7.12% და დევიდ ბორგერი 2.38%.
შპს ლუკოილ-ჯორჯიას - 100%-ს საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება LITASCO, CHE-100.738.922 /შვეიცარია/ ფლობს. კომპანიის დირექტორია ზაურ ჯალილოვი ( აზერბაიჯანის მოქალაქე), ხოლო მმართველი ორგანო საერთო კრება.
შპს რომპეტროლ საქართველოს - 100% -ს ფლობს ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი., 808283662, 24297754 /ნიდერლანდები/ ფლობს. დირექტორთა საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: დუმიტრუ კატალინი, /რუმინეთი/, წევრი: ტლეკ მაულეშევი, /ყაზახეთი/ და წევრი ისკანდერ აბდინაიტოვი /ყაზახეთი/ კომპანიის გენერალური დირექტორია - ყაზახეთის მოქალაქე ტლეკ მაულეშევი.
შპს სან პეტროლიუმ ჯორჯიას - 100% - ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება Energy Investment Venture Holdings, 4916402 /აშშ/ ფლობს. კომპანიის დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი, რმელიც აშშ-ს მოქალაქეა.
შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის - 100%-ს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია ფლობს. კომპანიის დირექტორია ნოდარ ყანჩაველი.
უახლესი
1 საათის წინ
SOCAR-ი მწვანე ობლიგაციების გამოშვებას იწყებს3 საათის წინ
საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი იზრდება