პირველი ლიცენზირებული ციფრული ბანკი Paysera Bank Georgia • პეისერა ბანკი საქართველო დაკრედიტებისას უპირატესობას მცირე და საშუალო ბიზნესს მიანიჭებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან ბანკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, მცირე და საშუალო ბიზნესზე „პეისერა ბანკის“ სასესხო პორტფელის 2/3 გადანაწილდება.
„პორტფელის კომპოზიციით, რომელსაც ახლა ვუყურებთ, განსხვავებულია სესხების რაოდენობებიც და განსხვავებულია მოცულობა. პერსპექტივას რასაც ჩვენ ვუყურებთ არის ის, რომ 2/3 მაინც იქნება მცირე და საშუალო ბიზნესზე ორიენტირებული სესხები. ხოლო დარჩენილი 1/3 გადანაწილდება სამომხმარებლო სესხებზე. იქნება როგორც იპოთეკა ისე ავტო სესხები“, - აცხადებს ქუმსიშვილი.
მისივე განმარტებით, „პეისერა ბანკი“ საქართველოს პროდუქტების ნაწილში ექნება განსხვავებული მიდგომები, როგორც ბიზნესის დაკრედიტების ნაწილში ისე იპოთეკის ნაწილში.
„ვფიქრობთ, რომ ქალბატონებზე ორიენტირებული რამდენიმე კარგი პროდუქტი გვქონდეს. იქნება ასევე საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული პროდუქტები“, - აანონსებს დიმიტრი ქუმსიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საბანკო ლიცენზიის შესაბამისად, რეალურ გარემოში ოპერირების დაწყებიდან 6 თვეში, "პეისერა ბანკი საქართველომ“ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შედეგად სებ-სგან მომხმარებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო სერვისების სრული სპექტრის, მათ შორის სესხების გაცემის, უფლება მიიღო.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, მალე ბანკი მომხმარებლებს ახალ, საინტერესო პროდუქტებს შესთავაზებს, რაზეც ნებართვას მარეგულირებელი ორგანოდან ელის.
2022 წლის 17 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს "პეისერა საქართველოზე", ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების გათვალისწინებით საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა.
სს "პეისერა საქართველოს" ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებას გულისხმობს.
ხოლო Paysera-ს ქსელის დამფუძნებელი პარტნიორი Paysera LT წარმოადგენს ლიცენზირებული ელექტრონული ფულის ინსტიტუტს, რომელსაც 2012 წლიდან აქვს უფლება ევროკავშირის მაშტაბით შეასრულოს ელექტრონულ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები და გაუწიოს საგადახდო მომსახურება მომხმარებლებს. ელექტრონული ფულის ინსტიტუტის ლიცენზია გაცემულია ლიეტუვას ბანკის მიერ.
პეისერა ბანკ საქართველოში არსებული თქვენი პერსონალური მონაცემებისა და ფინანსების დაცულობა უზრუნელყოფილია საქართველოს კანონმდებლობის და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოებით, რაც გულისხმობს ფინანსური თაღლითობის რისკების მინიმუმამდე დაყვანას.
სს"პეისერა ბანკ საქართველოზე" ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მანდატის მოქმედება, რაც გულისხმობს ბანკის საქმიანობის რისკებისა და სპეციფიკურობების გათვალისწინებით, ეფექტურ საზედამხედველო რეჟიმს და საზედამხედველო მოთხოვნებს, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს ბანკის და საფინანსო სექტორის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას.
ხოლო Paysera ქსელის დამფუძნებელი პარტნიორი ექვემდებარება ლიეტუვას ბანკის ზედამხედველობას, იხილეთ ლიეტუვას ბანკის ოფიციალური ვებგვერდი: www.lb.lt.
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“