მთავრობა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლად 5,2%-ს ამუშავებს.
როგორც 2023 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორებიდან ხდება ცნობილი, საბაზისო სცენარით 2024 წელს რეალური მშპ 5,2%-ით, ხოლო ნომინალური მშპ 8,4%-ი იქნება.
ნომინალური მშპ თანხობრივ გამოსახულებაში, საბაზისო სცენარით 2024 წელს 85370,6 მლნ ლარს მიაღწევს (32460,3 მლნ დოლარი).
ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2024 წელს სავარაუდოდ 8800,1 დოლარი იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, 2024 წლის პროგნოზი
რაც შეეხება ინფლაციას, სამომხმარებლო ფასების ინდექსი, საშუალო პერიოდის, 2,8%-ის დონეზე დაიგეგმება, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი, პერიოდის ბოლოს, 3%-ის დონეზე. მშპ-ს დეფლატორი კი 3%-ი იქნება.
უახლესი