იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან დღეს „ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმრის გაქცევის ფაქტს გამოეხმაურა.
„არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება - თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომელზე დადგება პასუხისმგებლობა,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
მისივე თქმით, პატიმრების დროულად დასაკავებლად ყველა სახის ღონისძიება ტარდება.
„კოორდინირებულად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულები, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება, თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომელზე დადგება პასუხისმგებლობა.
მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ რა სამართლებრივი ღონისძიებების ჩატარება იქნება საჭირო, ის ჩატარდება“,- აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ავერსის კლინიკაში, სამედიცინო კვლევებზე გადაყვანილი სამი პატიმარი დღეს 1-ელ ნოემბერს ბადრაგებს გაექცა. შემთხვევა დაახლოებით დღის 1-ელ საათზე მოხდა. გაქცეულ პატიმრებს ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა