საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით აცხადებს 11 000-მდე ვაკანსიას აღმწერის პოზიციაზე. სამუშაო მოიცავს 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდს.
აღმწერის ძირითადი ფუნქციები იქნება მის სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის აღწერის გამოკითხვის ჩატარება პლანშეტური კომპიუტერით, წინასწარ განსაზღვრული მეთოდოლოგიისა და შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე.
აღმწერის ვაკანტურ პოზიციებზე საბუთების მიღება გამოაცხადა. მსურველს განაცხადი შეუძლია გამოგზავნოს მოცემულ ბმულზე: https://census-cv.geostat.ge/ და https://jobs.ge/?view=client&client=geostat. განაცხადის მიღება ასევე შესაძლებელია საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (ცოტნე დადიანის #30) ან თბილისის სტატისტიკის ბიუროში ( ეგნატე ნინოშვილის 55). განაცხადი მიიღება ასევე საქსტატის რეგიონულ ოფისებში.
აღმწერის ხელფასი შეადგენს დარიცხულ 750 ლარს.
მოსახლეობის აღწერები ქვეყანაში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში
უკანასკნელი აღწერა 2014 წელს ჩატარდა.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა