დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Moody's-მა 17 თურქული ბანკის საკრედიტო რეიტინგი შეცვალა

Moody's-მა 17 თურქული ბანკის საკრედიტო რეიტინგი შეცვალა

18-01-2024 17:55:00

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Moody's-მა, 17 თურქული ბანკის საკრედიტო რეიტინგი დააკორექტირა და „სტაბილურიდან“ „დადებითისკენ“ შეცვალა.

როგორც თურქული მედია წერს, Moody's-მა თურქეთის საკრედიტო რეიტინგის გაზრდის შემდეგ თურქული ბანკების რეიტინგის შეფასებაც მოახდინა.

Moody's-ში მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ინფლაციის ზრდა უახლოეს პერსპექტივაში გაგრძელდება, თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ დინამიკა შეიცვლება. რაც მიუთითებს იმაზე, რომ მონეტარული პოლიტიკა ნდობას იბრუნებს და ძალზედ ეფექტურია.

Moody's-მა 12 იანვრის შეფასებისას თურქეთის საკრედიტო რეიტინგად „B3“ დასახელა და რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „დადებითისკენ“ შეცვალა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები