რეგიონებში მომხმარებლების დაბალი აქტივობა სააგენტოს ერთ-ერთი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ „იმედის დილაში“ რუბრიკა „ბიზნეს ინსაიდერში“ გიორგი აბაშიშვილთან განაცხადა.
მისი თქმით, და ჩვენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ამ მიმართულებით მუშაობს, რათა რეგიონში უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ როგორც მოვაჭრეებს ისე მომხმარებლებს.
„როდესაც მოგვმართავს მომხმარებელი სანამ უფლებების დარღვევის შესწავლა იწყება, მისი პრეტენზია ეგზავნება მოვაჭრეს და ვთხოვთ პასუხს. ხშირ შემთხვევაში მოვაჭრე ამბობს, რომ საკითხს მოაგვარებს.
700-მდე ქეისი, რაც ჩვენ სტატისტიკაში წარვადგინეთ, არის რეალურად ის საქმეები, რისი შესწავლაც დაიწყო. მეორეა ისიც, რომ როცა მომხმარებელმა კანონმდებლობის შესახებ იცის, მომართვიანობაც გაზრდილია. მომხმარებელიც უფრო მომზადებულია მოვაჭრესთან მიმართებით რომ დაიცვას საკუთარი უფლებები და მეორე მხრივ მოვაჭრეებიც ზრუნავენ, რომ იმდენად ცხადი და მკაფიო ინფორმირების სტანდარტი ჰქონდეთ, რომ არ დადგეს კანონის დარღვევის ფაქტი“, - აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტატისტიკით, ყველაზე მეტი მომხმარებელი 85%, სააგენტოს თბილისიდან მიმართავს, 4% აჭარიდან, ხოლო დანარჩენი რეგიონებიდან მომართვიანობა დაბალია.
უახლესი
2 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს3 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო4 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა5 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა