დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Moderna, Inc. (MRNA)-ის აქციების ფასი ერთ სავაჭრო სესიაზე 13,67%-ით გაიზარდა

Moderna, Inc. (MRNA)-ის აქციების ფასი ერთ სავაჭრო სესიაზე 13,67%-ით გაიზარდა

25-05-2024 14:35:00

გიზიარებთ ბლოგს:  Moderna, Inc. (MRNA)-ის აქციების ფასი $163,33-მდე გაიზარდა, რითაც კომპანიამ ერთ სავაჭრო სესიაზე 13,67%-იანი ზრდა დააფიქსირა. შედეგები ცხადჰყოფს, რომ ბიოტექნოლოგიურ გიგანტს ინვესტორები ნდობას უცხადებენ.


Moderna, Inc. (MRNA)-ის აქციების ფასმა ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენის გამო იმატა. კომპანიამ საპატენტო დავა მოიგო Pfizer-სა და BioNTech-თან, რამაც ხელი შეუწყო კიბოს მკურნალობის მიმართულებით გაფართოებას. კომპანიას ასევე გამარჯვება ერგო COVID-19 ვაქცინის პატენტის საქმეში. გარდა ამისა, ავსტრალიაში ადამიანის ფრინველის გრიპის ახალი შემთხვევის შესახებ ამბებმა ვაქცინების მარაგზე გაზრდილი მოთხოვნა გამოიწვია, მათ შორის ბუნებრივია წილი Moderna, Inc. (MRNA)-საც ერგო (გრიპის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-სა და ავსტრალიაში - CureVac (CVAC) აქციები 25%-ით გაიზარდა, Moderna (MRNA) 14%-ით, ხოლო BioNTech (BNTX) 10%-ზე მეტით გაიზარდა.).


მიუხედავად იმისა, რომ ინსაიდერებმა $3,3 მილიონის ღირებულების Moderna, Inc. (MRNA)-ის აქციები გაყიდეს, კომპანიის წარმატებამ პატენტის საქმეებში ინვესტორების მხრიდან ნდობა კიდევ უფრო გაზარდა.


აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათს აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა და ის ზედიზედ 8 დღის განმავლობაში მაღლა ადიოდა. Moderna, Inc. (MRNA)-ის პოზიტიურმა განვითარებამ ტრეიდერებისა და ინვესტორების ყურადღება მიიპყრო.


Moderna, Inc. (MRNA)-ის აქციების შეძენას შეძლებ აქ.


*გაითვალისწინე, რომ ეს არ არის ფინანსური რჩევა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები