ქართული კომპანია „მკისა“ (Mkisa) წელს სუპერინტენსიურ ბაღებში ნუშის პირველ მოსავალს ელოდება.
კომპანიათა ჯგუფმა ნუშის ბაღების განვითარება, რომელსაც 40 ჰექტარი უკავია 2020 წელს დაიწყო.
ნუშის ბაღები ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჰიდურში (ქვემო ქართლის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო) მდებარეობს.
კომპანიის წარმომადდგენლების განცხადებით, ეს პროექტის მხოლოდ პირველი ეტაპია და სუპერინტენსიური ნუშის ბაღების ფართობის ეტაპობრივად გაზრდა 100 ჰექტარამდე იგეგმება.
კომპანია ნუშის გარდა, ფლობს 55 ჰექტარ მოცვის ბაღებს წყალტუბოსა და ხობში (დასავლეთ საქართველო).
„მკისას“ ნუშის ბაღის პროექტი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც აგროკრედიტებს აგროკრედიტების სხვადასხვა მიმართულებისთვის გასცემს, - იუწყება EastFruit.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ნერგები კომპანიამ ბანკიდან აღებული სახსრებით შეიძინა, დამონტაჟდა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგური, სენსორული კონტროლის სისტემა და სხვა ინფრასტრუქტურა.
კომპანიების ჯგუფის წარმომადგენელმა გიგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ Mkisa-ს მომავალი პროდუქციით უკვე რამდენიმე ევროპული ქვეყანა დაინტერესდა.
„გლობალურ ბაზარზე ნუშის მარცვლებზე მოთხოვნა ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. „საქართველოს ბანკისა“ და სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერით ნუშის წარმოება საკმაოდ პერსპექტიული გახდა.
ჩვენი გუნდი ახორციელებს სოფლის მეურნეობის სექტორის მონიტორინგს 2015 წლიდან. 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც გავეცანით „საქართველოს ბანკის“ ახალი სუპერინტენსიური ნუშის ბაღების პროგრამას და შევაფასეთ შესაძლებლობები, გადავწყვიტეთ, ბოლნისში გაშენებულიყო ნუშის ბაღები. პირველ მოსავალს ამ ზაფხულის ბოლოს მივიღებთ. რაც შეეხება ჩვენი პროდუქციის რეალიზაციას, ამჟამად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ პოტენციურ პარტნიორებთან. ჩვენი მაღალი სტანდარტების წყალობით, ჩვენი პროდუქციით აქტიურად ინტერესდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანა“, - განაცხადა გიგი გაჩეჩილაძემ.
უახლესი