ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობისსაზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, მეღვინეობის სფეროში დაინტერესებული პირებისა დამარნებისათვის ქვეყნის მასშტაბით ტრენინგები ჩატარდება.
ტრენინგებზე განხილული იქნება ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ღვინის წარმოებასთან: სააგენტოს ძირითადი ფუნქციები და სამართლებრივი ჩარჩო; სააგენტოში ღვინის კომპანიის რეგისტრაცია; მევენახეობა და ვენახების კადასტრი; რთველის აღრიცხვა და ნაშთების წარმოება; არაყურძნისეულიალკოჰოლური სასმელების რეგულაცია; ხარისხის კონტროლი; სერტიფიცირების ეტაპები, ლაბორატორია, ეტიკეტირება; სააგენტოს როლი მარკეტინგულ აქტივობებში.
ტრენინგები მოიცავს სრულიად საქართველოს რეგიონებს და მასზე დასწრება უფასოა. ერთდღიანი ტრენინგები გაიმართება 1-ელი ივნისიდან 31 ივლისამდე, ქვეყნის მასშტაბით 17 ლოკაციაზე, როგორცაღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რეგიონებში. რეგისტრაცია მოხდება ონლაინ (https://wine.gov.ge/Ge/Trainings), ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურივებ-გვერდის მეშვეობით.
თითოეულ ტრენინგს დაესწრება არაუმეტეს 40 მონაწილე. ტრენინგების მხარდამჭერები ასევე არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები. ტრეინინგის გრაფიკის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება სოციალური ქსელების, დარგობრივიასოციაციების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საშუალებით.
უახლესი
1 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს2 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა4 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა