დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Mastermind Club-ი ონლაინ აკადემიაა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება კურსის გავლა - ეკატერინე ამაღლობელი

Mastermind Club-ი ონლაინ აკადემიაა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება კურსის გავლა - ეკატერინე ამაღლობელი

23-05-2023 16:00:47

 

Mastermind Club-ი, ადამიანის განვითარებაზე ორიენტირებული აკადემიაა, რომელიც სტუდენტებს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების არჩევაში ეხმარება. 

როგორც  Business Insider Georgia-თან Mastermind Club-ის დამფუძნებელმა ეკატერინე ამაღლობელმა განაცხადა, მათი აკადემიის მაგალითზე, პროფესიებიდან ყველაზე მოთხოვნადი გრაფიკული დიზაინი და ციფრული მარკეტინგია.

„ჩვენი კურსების შემთხვევაში, ყველაზე დიდი ინტერესია გრაფიკული დიზაინისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით, რაც ჩემი აზრით უკავშირდება იმას, რომ ბაზარზე სწორედ ამ პროფესიებზე გაჩნდა მოთხოვნა.
ეს ის ორი თანამედროვე პროფესიაა, რომლებიც თითქმის ყველა კომპანიას სჭირდება. 

თითქმის წელიწადია რაც ბაზარზე ვართ და  აკადემიის კურსდამთავრებულთა რაოდენობა  და  ცნობადობა იზრდება“, - ამბობს Mastermind Club-ის დამფუძნებელი. 

Mastermind Club  ონლაინ აკადემიაა და შესაბამისად  მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება კურსის გავლა.

სტუდენტები არიან  როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან და საზღვარგარეთიდან.

Mastermind Club-ის დამფუძნებლის ინფორმაციით, კურსების ღირებულება 300 ლარიდან იწყება და მაქსიმალური ფასი რაც ახლა აქვთ (ამჟამად მასზეც ფასდაკლება არის გამოცხადებული) 600 ლარია.

Mastermind Club-ი სექტემბრიდან ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლასა და იმავდროულად ახალი მიმართულებების დამატებას აპირებს. 

„წელიწადში ორჯერ დაგეგმილი გვაქვს ფსიქოლოგიური კურსები, რომლებიც 3 თვიანი ინტერვალით ტარდება.
რაც შეეხება დანარჩენ კურსებს, სექტემბრიდან უკვე ჰიბრიდულ სწავლებაზე გადასვლას ვფიქრობთ და განვიხილავთ ასევე რამდენიმე კურსის დამატებას, საუბარია 3D MAX პროგრამირება, Hr მეჯეჯმენტსა  და AI მიმართულებას. (ხელოვნური ინტელექტი).

გვინდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას შევუწყოთ ხელი, რადგანაც ბევრი ჯერ კიდევ ვერ იყენებს AI-ს; 

21 საუკუნე  ტექნოლოგიური განვითარების რევოლუციურ საფეხურზე იმყოფება, და ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, “ . ამბობს Mastermind Club-ის დამფუძნებელი.

როგორც ეკატერინე ამაღლობელი გვიყვება, აკადემიის შექმნის იდეაზე პირადმა გამოცდილებამ იქონია გავლენა, ხოლო პანდემიამ პროცესი დააჩქარა, და ონლაინ პლატფორმების გამოყენებით კურსები შეიქმნა, რომლებიც თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შეასწავლის.

 „აკადემიაში ასაკობრივი შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა მიმართულია მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, რომლებსაც  არ აქვთ ჩამოყალიბებული მომავალი პროფესია, მსგავსი მოკლე კურსები პროფესიული  თვითგამორკვევისთვის იდეალურია. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტმა იცის რა არის ამ პროფესიის სტანდარტი, კარიერული გზამკვლევი, მაქსიმალური საფეხური,  განვითარების გზები.

ასევე შესაძლოა, გააცნოებიეროს რომ ეს პროფესია  არ არის მისი ინტერესების, უნარების და შესაძლებლობების, საბოლოოდ კი განსხვავებულ კარიერაზე შეაჩეროს არჩევანი. 

მაგალითად ინტერიერის დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია  სივრცითი და ტექნიკური უნარები, ამიტომ თუ მხოლოდ ინტერესი აქვს, შეუძლია კურსი გაიაროს და პროფესიულად განვითარებაზე შემდეგ იზრუნოს. ან გადაწყვიტოს რომ მისი პიროვნული მახასიათებლების მიხედვით კონკრეტული პროფესია არ შეესაბამება. მთავარია დაიკმაყოფილა ინტერესი  და გამოცდილებაც მიიღო.

ყოფილა შემთხვევები მეორადი პროფესიის შესწავლისას, იმდენად საინტერესო აღმოჩენილა მათთვის ახალი გამოწვევები წამყვან პროფესიად უქცევიათ.

შესაბამისად, მოკლევადიანი კურსებით ადამიანები ხანდახან იმაზე მეტს იღებენ ვიდრე მოლოდინები აქვთ, სულ მცირე დროში შეუძლიათ საკუთარი ცხოვრება რადიკალურად შეცვალონ, მთავარია იპოვონ მოტივაცია და საკუთარი თავის განვითარება დაიწყონ“, - ამბობს Mastermind Club-ის დამფუძნებელი ეკატერინე ამაღლობელი. 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები