7 სექტემბერს, ქედაში, Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმე (MSMEs) ქალებისთვის ჩატარდა. პროექტი აჭარაში მცხოვრები ქალების უნიკალურ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებზე ფოკუსირდა. მოდულის მთავარი თემა მეწარმე ქალთა გაძლიერება და მათთვის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების გაცნობა იყო.
Mastercard-ის ბიზნეს მენეჯმენტის და ფინანსების მოდული, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs), განკუთვნილი საგანმანათლებლო ლექციების ციკლია, რომელიც ფინანსური განათლების პროექტის* ფარგლებში შეიქმნა. 2024 წლის გაზაფხულზე, მოდული წარმატებით ჩატარდა მარნეულში, ახმეტასა და ახალციხეში. სექტემბერში კი, პროექტი ქედას ეწვია.
ლექციებს ქალი ბიზნესლიდერები, „ქალები მომავლისთვის“ ბორდის წევრები, რუსუდან ანდღულაძე, TechproDC, ბიზნესის განვითარების დირექტორი საქართველოში, თამარ ყაჭაშვილი, Caucasus Genetics, დამფუძნებელი და დირექტორი, და კატო რამიშვილი, Elcom Space-ისა და QisaBags-ის, დამფუძნებელი გაუძღვნენ.
“Mastercard-ის ინიციატივა, უმასპინძლოს მეწარმე ქალებს აჭარის მაღალმთიანეთში, რეგიონებში ქალთა ფინანსური განათლებისა და გაძლიერებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ბიზნესის მენეჯმენტისა და ფინანსების მოდული სპეციალურად მორგებულია ქალი MSME-ების საჭიროებებზე, პროექტი ეხება როგორც უნიკალურ გამოწვევებს, ასევე შესაძლებლობებს, რომლებსაც ადგილობრივი ქალი მეწარმეები აწყდებიან. ასეთ პროგრამებს, განსაკუთრებით კულტურული და ენობრივი ბარიერების მქონე რეგიონებში, აქვს პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდოს ქალთა ჩართულობა ეკონომიკაში და გააძლიეროს ისინი“ - დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონული დირექტორი
პროექტის მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორებიცაა, გაძლიერება მეწარმეობის გზით, ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების მიმოხილვა, ფინანსური მენეჯმენტი ონლაინ ბიზნესისთვის, მარკეტინგი და ბრენდინგი ციფრულ ეპოქაში, ინოვაცია და გამძლეობა ბიზნესში.
*Mastercard-ის უნიკალური პროექტი, შექმნილია პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მთავარი სამიზნე აუდიტორია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი და მაღალმთიანი აჭარა. სადაც, ენობრივი ბარიერებისა და კულტურულ თავისებურებების გამო, ფინანსურ განათლებაზე წვდომა ხშირად შეზღუდულია. ფინანსური განათლების პროგრამა კი, სწორედ ამ დაბრკოლებების გადალახვას ისახავს მიზნად
Mastercard-ის შესახებ:
Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com
პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ)ს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.
უახლესი
51 წუთის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია