დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
,,იაგუარ ლენდ როვერი“ აშშ-ში ექპორტს აჩერებს

,,იაგუარ ლენდ როვერი“ აშშ-ში ექპორტს აჩერებს

07-04-2025 09:00:00

,,იაგუარ ლენდ როვერი“ აშშ-ში ექპორტს აჩერებს - ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის ეს გადაწყვეტილება იქნება ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი, იმისა თუ როგორ მოქმედებს დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გლობალურ ვაჭრობაზე.

,,იაგუარ ლენდ როვერი“  გეგმავს ექსპორტის შეჩერებას 1 თვით რადგან მოიაზრებს რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დაწესებული 25%-იანი ტარიფი შეამციროს -  აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

,,როდესაც ჩვენ ვმუშაობთ ახალი სავაჭრო პირობების საპასუხოდ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან, ჩვენ ვიღებთ გარკვეულ მოკლევადიან გადაწყვეილებებს მათ შორის აპრილში მიწოდების შეჩერების შესახებ, რადგან ვავითარებთ ჩვენს საშუალო და გრძელვადიან გეგმებს“, - აცხადებს ,,იაგუარ ლენდროვერი“.

ბრიტანეთის საავტომობილო ინდუსტრიაში უშუალოდ 200 000 ადამიანია დასაქმებული. ამასთან, შეერთებული შტატები არის ბრიტანული წარმოების მანქანების მეორე უმსხვილესი იმპორტიორი ევროკავშირის შემდეგ, თითქმის 20%-იანი წილით.

,,იაგუარ ლენდ როვერის“ განცხადებით, აშშ მნიშვნელოვანი ბაზარია მისი ძვირადღირებული ბრენდებისთვის. ის ყოველწლიურად ყიდის 400 000 Range Rover Sports, Defenders და სხვა მოდელებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ექსპორტი შეადგენს გაყიდვების თითქმის მეოთხედს.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები