ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და პირდაპირი ფრენების დაწყებაზე. გვაქვს მოლაპარაკებები, რომ პირდაპირი ფრენები გვქონდეს დიდ ბრიტანეთთან, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
„მოლოდინები ეფუძნება ჩვენს ხელთ არსებულ სტატისტიკას, თუ რამდენი ტურისტი მოდის და რამდენად მზარდია ბრიტანეთიდან საქართველოს მიმართულებით ტურისტული ნაკადები. აღნიშნულია ციფრები ჩვენს პოზიციას გვიმყარებს იმისთვის, რომ ადგილობრივი ბრიტანული ავიაკომპანიები დავარწმუნოთ, რომ მათ დაიწყონ პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
უახლესი