ლონდონში, დახურული წევრების კლუბ Annabel’s- ში მეღვინეობა „ჩელთის“ ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში თავად წერს.
„ლონდონში - დახურული წევრების კლუბ Annabel’s- ში , ანაბელის გუნდის წევრებისთვის ჩელთის ღვინის დეგუსტაცია ჩავატარეთ. ჩვენი ღვინოები უკვე წარმოდგენილია ლონდონში. მოხარულები ვართ, რომ ქართულმა ღვინომ დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე“, - აღნიშნულია „ჩელთის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ მეღვინეობა ჩელთის” ისტორია ერთი საუკუნის წინ დაიწყო. სოფელ შილდაში მირიანაშვილების წინაპრებმა მამაპაპისეულ ვენახებში პირველი მარანი ააშენეს და ყურძნის დაწურვას იმ დროისათვის საკმაოდ მასშტაბური ფორმა მისცეს.
მას შემდეგ ოჯახური ტრადიცია არ დარღვეულა. 2001 წელს გიორგი მირიანაშვილმა ამ ადგილას საწარმო და ვენახები გააშენა. 80 ჰექტარზე დღეისათვის გაერთიანებულია ვენახი, ტრადიციული და კლასიკური მარანი, მიწისქვეშა ღვინის საძველე და ტურისტული კომპლექსი.
ერთ ტერიტორიაზე გაშენებული ვენახები და საწარმო, მეღვინეობას საშუალებას აძლევს ყურძნის კრეფისა და დაწურვის პროცესი სრულად გააკონტროლოს.
ქარხანა აღჭურვილია როგორც თანამედროვე ინვენტარით, ასევე – ტრადიციული ქვევრი ღვინის ჭურჭლით.
მიწისქვეშა ღვინის საცავი “ჩელთის” მარანში 7 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
სწორედ ეს სიღრმე, მთელი წლის განმავლობაში ბუნებრივად ინარჩუნებს 14-17°C სითბოს, რაც ღვინის შენახვისა და დაძველებისთვის იდეალური ტემპერატურაა.
მეღვინეობა ჩელთს ყოველწლიურად ათასობით ბოთლი ემატება. თითოეულ მათგანში კი გამორჩეული ყურძნისგან დაწურული ღვინო ვარგდება. ჩელთის მიწისქვეშა ბოთლების საცავში 150 000 ბოთლამდე პრემიუმ ღვინო ძველდება.
დღეს „მეღვინეობა ჩელთის“ ბრენდს კარგად იცნობენ 20 მდე ქვეყანაში: ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, ტაივანი ყაზახეთი, იაპონია, რუსეთი, ბელორუსია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი , ესპანეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ბელგია, დანია, უკრაინა.
უახლესი