დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის საფონდო ბირჟაზე Lion Finance Group-ის აქციების ღირებულება იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე Lion Finance Group-ის აქციების ღირებულება იზრდება

18-02-2025 10:00:00

ლონდონის საფონდო ბირჟაზე Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციების ღირებულება იზრდება. როგორც Galt & Taggart-ში განმარტავენ, Lion Finance Group-ის აქციების ფასი წინა თვის მაჩვენებლებთან შედარებით 16,55%-იან ზრდას აჩვენებს. 

„Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 52.10 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.20% წინა კვირასთან შედარებით და +16.55% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 222 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 47.85 - 53.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 48 ათასი აქცია შეადგინა“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის დააწყისში BGEO ჯგუფმა სახელი შეიცვალა და ის Lion Finance Group-ის სახელით ოპერირებს.

ჯგუფის განცხადებით, სახელის შეცვლა სტრატეგიულ პოზიციონირებას უკავშირდება  და ის Lion Finance Group-ი საქმიანობის საერთაშორისო მასშტაბირებას ასახავს.

ჯგუფში შემავალი ბანკების - საქართველოს ბანკისა  და ამერიაბანკის სახელები  უცვლელი  რჩება.

Lion Finance Group (წარსულში BGEO), FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშია და მისი შვილობილი კომპანიები საქართველოსა და სომხეთის საბანკო სექტორში ორი უნივერსალური ბანკით (საქართველოს ბანკი და ამერიაბანკი) არიან წარმოდგენილი. ამასთან, ჯგუფი ქვეყანაში პირველი კომპანიაა, რომელიც 2006 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე გავიდა და  აქციები გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების სახით განათავსა.

აღსანიშნავია, რომ  Lion Finance Group-ის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.

 

 

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები