დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

15-01-2024 13:38:00

Galt & Taggart-ის 8–12 იანვრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები, როგორც კვირის ჭრილში, ისე წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა. თვიდან თვემდე საქართველოს ბანკის აქციები 15%–ზე მეტით გაძვირდა.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 39.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.56% წინა კვირასთან შედარებით და +15.02% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 194 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.40 - 40.45 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 38 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +2.33% წინა კვირასთან შედარებით და +2.33% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 103 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 27.30 - 28.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 29 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.92% წინა კვირასთან შედარებით და +7.51% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 145 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.34 - 10.64 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 138 ათასი აქცია შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები