დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ლიბერთი ბანკი: პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს შეუმცირდება

ლიბერთი ბანკი: პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს შეუმცირდება

14-03-2024 14:24:00

ლიბერთი აცხადებს, რომ 15 მარტიდან განახლდება პირობები იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემული პენსიით უზრუნველყოფილი სესხებით.

 

კერძოდ, ლიბერთი ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე საპროცენტო განაკვეთიშეუმცირდება ყველა იმ პირს, ვისაც არ უსარგებლია 2023 წელს დაწესებული განახლებული პირობებით. შესაბამისად,  ცვლილება შეეხება 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებსა და ოვერდრაფტებს.

ამ ცვლილების შედეგად 150 000-მდე პენსიის მიმღებ პირს ავტომატურად დაუკორექტირდება სესხის მიმდინარეპირობები და საპროცენტო განაკვეთი გაუტოლდება განახლებული პირობებით გაცემული სესხების პროცენტს.

 

დეტალები და სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ  https://bit.ly/3TAQ4Pt

 

ლიბერთი, აგრძელებს უფროსი ასაკის ადამიანებზე ზრუნვას და მათთვის გაუმჯობესებული მომსახურებისშეთავაზებას, რასაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ასრულებს ლიბერთის გუნდის თითოეული წევრი.

 

ლიბერთის მიზანია ჩამოყალიბდეს უნივერსალურ ფინანსურ ინსტიტუტად. ბოლო წლებში მიღებული ყველასტრატეგიული გადაწყვეტილება მომხმარებელთა საჭიროებებზეა ორიენტირებული, რაც მომავალშიც გაგრძელდებადა ბანკის მხრიდან არაერთი სასარგებლო სიახლე დაანონსდება

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები