დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
“ლაქი კრედიტი“ 5000 ლარით დაჯარიმდა

“ლაქი კრედიტი“ 5000 ლარით დაჯარიმდა

03-10-2023 14:39:29

სესხის გამცემი სუბიექტის შპს “ლაქი კრედიტს“ ფულადი ჯარიმა დაეკისრა. სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, განხორციელდა სესხის გამცემი სუბიექტი “ლაქი კრედიტი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 405309081) 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.

სესხის გამცემ სუბიექტს სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმა წარდგენილი ჰქონდა დაგვიანებით. სესხის გამცემი სუბიექტი საქართველოს ეროვნულ ბანკში დარეგისტრირდა 2019 წლის 05 აპრილს.

„ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სესხის გამცემ სუბიექტს, რომელსაც საქმიანობა დაწყებული ჰქონდა აღნიშნული ბრძანების ამოქმედებამდე, ამ ბრძანების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 1 თვისა უნდა წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ამავე ბრძანების მე-2 მუხლის თანახმად, ბრძანება ამოქმედდა 2020 წლის 20 ოქტომბრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ სესხის გამცემ სუბიექტს საქმიანობა დაწყებული ჰქონდა ზემოხსენებული ბრძანების ამოქმედებამდე, ამდენად, მას ევალებოდა, რომ არაუგვიანეს 2020 წლის 20 ნოემბრისა, სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარედგინა აღრიცხვის შევსებული ფორმა, რაც არ განუხორციელებია“, - აღნიშნავენ სებ-ში.

აღნიშნული საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ 21 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000  ლარის ოდენობით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები