მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა გასულ კვირასთან შედარებით 2-3◦C-ით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ რჩება, - ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე გნცხადებით, ცალკეულ დღეებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 34◦C, 36◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 35◦C, 37◦C-ს მიაღწიოს. ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 31◦C, 36◦C, მაღალ მთაში 26◦C, 31◦C-მდე მოიმატებს.
„მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს“, - აცხადებენ სააგენტოში.
უახლესი
1 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“