დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვეყანაში იმპორტირებული წამლების 46%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის

ქვეყანაში იმპორტირებული წამლების 46%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის

05-09-2024 12:00:00

ქვეყანაში დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 370,077.83 ათასი დოლარის ღირებულების 9,480.63 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 307,893.63 ათასი დოლარის. ზრდა 20%-ია.

ქვეყანაში იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების 30%-ი თურქეთიდან შემოდის, ხოლო 11%-ი გერმანიიდან.

TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო  დაფასოებულ სამკურნალო საშუალებებს ყიდულობს:

  • თურქეთი - 109,340.30 ათასი დოლარი,
  • გერმანია - 40,323.39 ათასი დოლარი,
  • შვეიცარია - 32,624.52 ათასი დოლარი,
  • უნგრეთი - 28,848.69 ათასი დოლარი,
  • საფრანგეთი - 21,693.60 ათასი დოლარი.

ქვეყანაში იმპორტირებული დაფასოებული სამკურნალო საშუალებების 46%-ი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის.

ცნობისათვის, 2023 წელს საქართველომ რეკორდული ღირებულების  დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა. საქსტატის მაჩვენებლებით, გასულ წელს ქვეყანაში 543,100.26 ათასი დოლარის ღირებულების  დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები