აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, ქვედა კვირიკეში კომუნალური ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქვედა კვირიკეში 254 ოჯახი უწყვეტი წყალმომარაგების და გამართული წყალარინების სისტემებით ისარგებლებს.
ქვედა კვირიკეს წყალმომარაგებისთვის, აშენდება 100მ3 და 200მ3 მოცულობის რეზერვუარები. სოფელი ალიფაშას წყაროებზე მოპოვებული წყლით მომარაგდება. ასევე, წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, აშენდება სეპტიკური ავზები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს უარყოფით გავლენას გარემოზე.
პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აჭარის 39 სოფელში და მუნიციპალიტეტების დაბებში განხორციელდება. საპროექტო ტერიტორებზე სამშენებლო სამუშაოების დაწყება ეტაპობრივად ხორციელდება.
აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამა ორგანიზებულია საქართველო-გერმანიასა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, KfW ბანკის და ევროკავშირის თანადაფინანსებით და საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი წვლილით.
უახლესი
20 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება21 საათის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით