დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება PEGASUS AIRLINES-მა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება PEGASUS AIRLINES-მა დაიწყო

19-12-2023 11:01:00

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა დაიწყო. ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა და ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით  განხორციელდება. PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან გვიან ღამით Boeing 737  შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა. ოფიციალურ მიღებას ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ავიაკომპანიის, ტურისტული კომპანია GASA-ს წარმომადგენლები  და DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ დევიძე დაესწრნენ.

,,სტამბოლი ახალი მიმართულებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა.იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასამდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით,  ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

 

 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები