დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
კრისტალისა და Nexia Georgia-ს თანამშრომლობა ბიზნესექტორის მხარდასაჭერად

კრისტალისა და Nexia Georgia-ს თანამშრომლობა ბიზნესექტორის მხარდასაჭერად

11-03-2025 10:22:00

მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, კრისტალი კვლავ აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. ამ მიზნით, კომპანია სისტემატურად მართავს შეხვედრებს და მასტერკლასებს სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებისთვის.

ამჯერად, კრისტალის და Nexia Georgia-ს თანამშრომლობის ფარგლებში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე „ბუღალტრული პროცესების გაციფრულება და საგადასახადო რისკების მართვა“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნესის მფლობელებისთვის, ფინანსისტებისთვის, ბუღალტრებისთვისა და ყველა იმ პირისთვის ინფორმაციის გაზიარებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომპანიის ფინანსურ საქმიანობაზე.

მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და გაცნობოდნენ ფინანსური პროცესების მართვის თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის ოპტიმიზაციას, ხარვეზების შემცირებასა და ფინანსური რისკების მინიმიზაციას. 

ტრენინგზე განიხილეს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობა ბუღალტრულ ოპერაციებში, საგადასახადო რისკების ეფექტური მართვის გზების შესახებ პრაქტიკული და აქტუალური საკითხები, ბუღალტრული აღრიცხვის ავტომატიზაციის უპირატესობები, ბარაზარზე არსებული სააღრიცხვო სისტემები, საოპერაციო პროგრამები, ხელოვნური ინტელექტის (AI) და რობოტების (RPA) გამოყენება ბუღალტრულ პროცესებში. ასევე, საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებები და რისკების შემცირების სტრატეგიები.

ტრენინგს Nexia Georgia-ს მცირე ბიზნესის ბუღალტრული აუთსორსინგის მენეჯერი მაია აფციაური უძღვებოდა. 

კრისტალსა და Nexia Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2024 წლის ბოლოს გაფორმდა. გარდა იმისა, რომ კრისტალი საბანკო-საფინანსო საკითხებთან დაკავშირებით  და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების გაწევით მხარდაჭერას უწევს მცირე და საშუალო მეწარმეებს,  დამატებით, კრისტალისა და Nexia Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,  ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების სერვისი, ინდივიდუალური კონსულტაცია და რეკომენდაციები, რაც დაეხმარება მათ ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკური წარმატებაში.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამშრომლობის ფარგლებში კრისტალის არსებულ მომხარებლებს - მცირე და საშუალო ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ Nexia Georgia-ს სერვისებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ.

მომავალი შეხვედრების, ონლაინ მასტერკლასებისა თუ ვებინარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და სიახლეების გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კრისტალის სოციალური ქსელების გვერდებს: Facebook - Crystal • კრისტალიკრისტალ კონსალტინგი; LinkedIn_ Crystal Consulting

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ   ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები