დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„კრისტალი“ მომხმარებლებს ახალ საინვესტიციო პროდუქტს სთავაზობს

„კრისტალი“ მომხმარებლებს ახალ საინვესტიციო პროდუქტს სთავაზობს

13-03-2025 12:33:00

“კრისტალმა” მიკრობანკად ტრანსფორმაციის შემდეგ მომხმარებლებისთვის მომგებიანი პროდუქტების შეთავაზება დაიწყო. ერთ-ერთი მათგანია საინვესტიციო პროდუქტი “მონეტა”, რომელიც მომხმარებლებისთვის ფართო შესაძლებლობებს აერთიანებს. პროდუქტის მთავარი უპირატესობა ხელსაყრელი პირობები და მაღალი საპროცენტო სარგებელია.

პროდუქტი ბაზარზე ორი სახით არის წარმოდგენილი: დახურული და ღია თამასუქი. დახურულის შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გააქვს, ხოლო თუ იგი ღია პროდუქტით სარგებლობს, მისი გატანა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ნებისმიერ დროს შეუძლია.

„მონეტა“ ლარში, ევროსა და აშშ დოლარში გაიცემა. მისი მინიმალური ოდენობა 100,000 ლარია (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან ევროში), მაქსიმალური კი — 3, 000,000 ლარი (ან მისი ეკვივალენტი აშშ დოლარში ან ევროში).

"მონეტა" საინვესტიციო მექანიზმია, რომლის მთავარი უპირატესობა  სანდოობა და მაღალი საპროცენტო სარგებელია: 13 %-მდე ეფექტური ლარში, 6.25 %-მდე ეფექტური დოლარში, 4.75 %-მდე ეფექტური ევროში.

რაც შეეხება ვადებს, „მონეტა“ მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 24 თვით იხსნება, ხოლო სარგებლის რეალიზაცია ყოველთვიურად ან ვადის ბოლოსაა შესაძლებელი. პროდუქტი განკუთვნილია როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.

აღსანიშნავია ისიც,  რომ დანაზოგის ინვესტირების განსხვავებული შესაძლებლობების შექმნასთან ერთად, „მონეტა“ მომხმარებლებში თანხის დაგროვებისა და დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს. 

მოზიდული ინვესტიციებით „კრისტალი“ ახალ ბიზნესსაქმიანობებს დააფინანსებს და პროდუქტის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებაში, ფინანსური რესურსების გადანაწილებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში მონაწილეობა თავადაც მიიღონ.

განსხვავებულ, თანამედროვე, სანდო საინვესტიციო პროდუქტებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. „კრისტალიც“ მიმდინარე წლის განმავლობაში „მონეტას“დახმარებით მნიშვნელოვანი რესურსის მობილიზებას გეგმავს.

კრისტალის სტაბილური განვითარება,  საფინანსო ბაზარზე 27 წლიანი გამოცდილება და სანდო რეპუტაცია, რომელიც კომპანიას მომხმარებლებს შორის აქვს, „მონეტას“ პოპულარიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ფაქტორია.

რატომ უნდა აირჩიოთ საინვესტიციო პროდუქტი „მონეტა“?

კაპიტალის ზრდა- დროთა განმავლობაში თქვენი ინვესტიცია მნიშვნელოვნად იზრდება.
ფინანსური სტაბილურობა- უზრუნველყოფს თქვენი ფინანსების მდგრად ზრდასა და უსაფრთხო განვითარებას.
პასიური შემოსავალი- ინვესტირებული თანხა მუშაობს თქვენთვის, თქვენი დამატებითი ძალისხმევის გარეშე.

 

დაგვიტოვეთ ნომერი აქ https://bit.ly/4i7hx58
დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ https://bit.ly/41ZR2HF 

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ   ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

ავტორი:

ანა ლიპარტელიანი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები