კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, კონკრეტული ეკონომიკური აგენტის საჩივრის საფუძველზე თამბაქოს ბაზარზე მოკვლევა დაიწყო.
„თემა ეხება სიგარეტის გარკვეული სახეობების მიმართულებით კონკურენციის შესახებ კანონის მე-6 და მე-7 მუხლების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, რაც გულისხმობს შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს.
კონკურენციის ხელშეწყობის, შესაბამისი კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და აღმოფხვრის მიზნით, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოში მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც საკითხის შესწავლა დაევალა“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციაში.
უახლესი
1 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს2 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო3 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა4 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა